თავში

ბაჩალიაშვილის დედა: მოგიწოდებთ დედებს და მამებს, დამიდექით გვერდით

ბაჩალიაშვილის დედა: მოგიწოდებთ დედებს და მამებს, დამიდექით გვერდით
ბაჩალიაშვილის დედა: მოგიწოდებთ დედებს და მამებს, დამიდექით გვერდით

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საპროტესტო აქციას აანონსებს. აქცია კვირას, 30 აგვისტოს 14:00 საათზე, ორთაჭალაში, პროკურატურის შენობასთან გაიმართება.

ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი საზოგადოებას Facebook-ით მიმართავს და მხარდაჭერას თხოვს.

"ქართველებო და არაქართველებო! ვაანონსებთ აქციას კვირას 2 საათზე ორთაჭალის პროკურატურის შენობასთან. მე დედა თეონა თამაზაშვილი და მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი მოგიწოდებთ ყველას საქართველოში და საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს, დედებს და მამებს, დამიდექით გვერდით. თქვენ იქიდან ვინც სახღვარგარეთ იმყოფებით, გამოხვიდეთ არსებული საელჩოების წინ და თანადგომა გამოგვიცხადოთ, რათა მოცემულ პირობას დაჰყვეს საქართველოში არსებული მთავრობა აშშ-ში იქნეს გადაგზავნილი მოთხოვნა FBI საგამოძიებო ჯგუფის ჩამოსაყვანად, რადგან ჩემი შვილის თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობა გამოძიებულ იქნას საფუძვლიანად. მოვუწოდებ თამუნას მეგობრებს, კლასელებს და კურსელებს, რადგან ახლა თამუნას სჭირდება თქვენი თანადგომა და მე მჯერა თქვენი თანადგომის. მოვუწოდებ ქართულ სამღვდელოებასა და საპატრიარქოს, რადგანაც თქვენ ყველანი უფლისგან დადგენილი ხართ გაჭირვების ჟამს დაუდგეთ ოჯახს გვერდით და უდიდესი სულგრძელებით და უფლის ძალით დავამხოთ ბოროტება მკვლელები. გეშინოდეთ მკვლელებო!!! რადგანაც გააფთრებულ დედაზე დიდი მტერი არ არსებობს ბუნებაში. ყველა დედა ჩემს გვერდითაა. ხო ზუსტად იმიტომ გავზარდეთ და ვასწავლეთ თამუნას, რომ მისი მეშვეობით მილიონები გეშოვოთ თქვენი გაზულუქებული შვილების უზრუნველი ცხოვრებისთვის და მერე ჩემი კაფანდარა შვილი მოგეშორებინათ და ცივი სამარისთვის გაგემეტებინათ. ამჯერად არ შეგრჩებათ ჯალათებო. წამზომი ჩართულია და თქვენი წუთები დათვლილია. თქვენს თავზე საშინელ ჯოჯოხეთს დავატრიალებ. აგრეთვე იმედი მაქვს არასამთავროების გამოხმაურების. არა მკვლელობას!!! სამაგალითო ჩაქოლვა სამ მაღალჩინოსან მკვლელს და მათ დამქაშებს. ჩვენთან არს ღმერთი და სიმართლე!" - წერს თეონა თამაზაშვილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system