ცესკო-სთან აქციაზე დაკავებულები ხელწერილით გაათავისუფლეს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქციაზე დაკავებული ,,ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი პირი რამდენიმე საათის წინ დააკავა. 

როგორც report.ge-ს უწყებაში განუცხადეს, აქციის სამი მონაწილე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას გულისხმობს.

ცნობისთვის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.