თავში

ცესკო-სთან პოლიციამ სამი პირი დააკავა

ცესკო-სთან პოლიციამ სამი პირი დააკავა
ცესკო-სთან პოლიციამ სამი პირი დააკავა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას სამი პირი დააკავეს. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აქციის სამი მონაწილე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის არიან დაკავებულნი, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას გულისხმობს.

ცესკო-სთან დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა შენობაში კარვის შეტანა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

"ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები შენობაში შესვლასა და თამარ ჟვანიასთან შეხვედრას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცეთ.

ცესკო-ს გადაწყვეტილებით, გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა დღეს, 18:00 საათზე ამოიწურა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system