"თქვენ ხართ მონა" - ნაზი ჯანეზაშვილი ლევან გზირიშვილს

"თქვენ ხართ მონა, უვარგისი ამ ქვეყნისთვის", - ასე მიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა საბჭოს წევრს ლევან გზირიშვილს მაშინ, როდესაც გზირიშვილი მედიასთან კომენტარს აკეთებდა.

ჯანეზაშვილის თქმით, გზირიშვილის მსგავსი მოსამართლეები სისტემიდან უნდა წავიდნენ.

"თქვენი შვილი გახდა მოსამართლე. თქვენ ხართ მონა, უვარგისი ამ ქვეყნისთვის. თქვენისთანა ადამიანები ამ სისტემიდან უნდა წავიდნენ. რატომ გახდა თქვენი შვილი მოსამართლე? ", - მიმართა ნაზი ჯანეზაშვილმა გზირიშვილს.

ცნობისთვის, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ლევან გზირიშვილის შვილი საბჭომ მოსამართლედ დანიშნა. 

ალექსანდრე გზირიშვილი 3 წლით, მცხეთის სასამართლოს მოსამართლედ გამწესდა.