თავში

ლევან გზირიშვილის შვილი მოსამართლედ დანიშნეს

ლევან გზირიშვილის შვილი მოსამართლედ დანიშნეს
ლევან გზირიშვილის შვილი მოსამართლედ დანიშნეს

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ლევან გზირიშვილის შვილი, ალექსანდრე გზირიშვილი საბჭომ მოსამართლედ დანიშნა. ამისთან დაკავშირებით ინფორმაციას "სირცხვილია" ავრცელებს.

"დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლის თანამდებობაზე აირჩია ამავე საბჭოს წევრის, ლევან გზირიშვილის შვილი - ალექსანდრე გზირიშვილი.

ალექსანდრე გზირიშვილის კარიერა სასამართლო სისტემაში 2017 წლიდან დაიწყო, როდესაც მისი მამა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად აირჩიეს.

საგულისხმოა, რომ 2014 წელს ალექსანდრე გზირიშვილი კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე იყო.

არსებული ინფორმაციით, ალექსანდრე გზირიშვილის შვილის ნათლია ლევან მურუსიძის მეუღლეა", - აღნიშნულია "სირცხვილიას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე გზირიშვილი 3 წლით, მცხეთის სასამართლოს მოსამართლედ გამწესდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system