ზესტაფონში მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ზესტაფონში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამივე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა.  

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ გაითვალისწინა ადვოკატების შუამდგომლობა და პოლიციელსაც და მამა-შვილსაც აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

30 ივნისს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პირებს გამოძიება სხვადასხვა მუხლით ედავება.

ინსპექტორ-გამომძიებელი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის გადაცემის ფაქტზეა დაკავებული. ასაკოვან კაცს განზრახ მკვლელობას, მის შვილს კი მტკიცებულების განადგურებას ედავებიან. 

ცნობისთვის, მკვლელობა ზესტაფონში 30 ივნისს მოხდა. სამართალდამცველებმა ფაქტზე სამი პირი დააკავეს.