თავში

მკვლელობა ზესტაფონში - დაკავებულ პოლიციელს ბრალი წარედგინა

მკვლელობა ზესტაფონში - დაკავებულ პოლიციელს ბრალი წარედგინა
მკვლელობა ზესტაფონში - დაკავებულ პოლიციელს ბრალი წარედგინა

ზესტაფონში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პოლიციელს და კიდევ ორ პირს ბრალი წარედგინათ. 

მკვლელობა ზესტაფონში 30 ივნისს მოხდა. სამართალდამცველებმა ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

ინსპექტორ-გამომძიებელი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის გადაცემის ფაქტზეა დაკავებული. მკვლელობაში მონაწილე კიდევ ორ პირს გამოძიება სხვადასხვა მუხლით ედავება.

დაკავებული პოლიციელი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system