ანა დოლიძემ გახარიას სამგლოვიარო ყვავილები მიუტანა

"მოძრაობა ხალხისთვის" ლიდერმა, ანა დოლიძემ გარემოვაჭრეებთან სიმბოლურად სამგლოვიარო ყვავილები იყიდა და მთავრობის ადმინისტრაციასთან მიიტანა.

პოლიტიკოსის თქმით ეს არის სიმბოლური ყვავილები პრემიერ-მინისტრისთვის.

"ეს არის პირდაპირი თავდასხმა ადამიანებზე, რომლებიც დღეს დგანან ერთადერთი ამოცანის წინაშე - ყოველ დღე როგორ გადარჩნენ. რეპრესიებზე გადასვლა, რაზეც გადასულია ჩვენი სახელმწიფო, გააკეთებს ერთადერთ რაღაცას - თვითონ ხელისუფლებას გამოუტანს განაჩენს. ამისთვის ძალიან კარგი სიმბოლოა სამგლოვიარო თაიგული, რომელიც მინდა მივუტანო ბატონ გახარიას, რომელსაც აბსოლუტური წარმოდგენა არ აქვს რა რეალურ გასაჭირში იმყოფება  ხალხი",- განაცხადა ანა დოლიძემ.

ცნობისთვის, დღეს ყვავილების გამყიდველებმა აქცია გამართეს. უმუშევრად დარჩენილები აცხადებენ, რომ 28 ნოემბერს ამოქმედებულ მკაცრ რეგულაციებს არ დაემორჩილებიან.