არ ვიცი სიზმარი დავარქვა თუ მოლანდება - ირაკლი კობახიძე

„არ ვიცი, მოლანდება დავარქვა, სიზმარი, თუ რა. წარმოუდგენელია. ბუნებრივია, ასეთ რაღაცებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელის, ნიკა მელიას განცხადების შესახებ დასმულ კითხვას.

„თუ მას აქვს ინფორაცია, წავიდეს და შესაბამის ორგანოებს მოახსენოს. მარტივადაა საკითხი“, - ამბობს ირაკლი კობახიძე.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, „მიხეილ სააკაშვილის ციხიდან ციხეში, ჰოსპიტლიდან ციხეში გატაცება იგეგმება სხვა ქვეყანაში, ამ პროცესში ჩართულია რუსეთის სპეცსამსახურები“.