არსებული ვითარება სახიფათოა - აშშ-ის საელჩო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შედეგად განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. 

"არსებული სახიფათო ვითარება, რომელიც ნიკა მელიას სასამართლო გადაწყვეტილებას მოჰყვა გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის მრავალწლიანი პრობლემებიდან. აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება ამ დილით. არსებული უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაჭრის გზა მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებებია. მოვუწოდებთ ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავიდან აიცილონ ძალადობა," - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.