არც მეუღლისთვის მიღალატია და არც სამშობლოსთვის - ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე თაკო ჩარკვიანის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა „პროცესის ღალატია“.

„არ ვიცი, რას ნიშნავს პროცესის ღალატი – მე ვიცი სამშობლოს ღალატი, ვიცი მეუღლის ღალატი. ამიტომ მე გულწრფელი ვარ ჩემს სამშობლოსა და მეუღლესთან. არც ერთისთვის მიღალატია, არც მეორისთვის და ვაპირებ ბოლომდე შევინარჩუნო ჩემი სინდისი“,- აცხადებს გიორგი ვაშაძე.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებას ხელი ორბელიანების სასახლეში მოეწერა. "ნაციონალურმა მოძრაობამ", "ევროპულმა საქართველომ" და "ლეიბორისტულმა პარტიამ ხელმოწერაზე უარი თქვეს.