"ავხსნი, ვინ არის უსინდისო" - ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება "ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას მისამართით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას.

"სადაც მელია საიმედოა, იქ ბოკერია უსინდისო იყოს, კანონზომიერია.

ვრცელ პასუხს მოგვიანებით გავცემ და ავხსნი, ჩემი აზრით სინდისი რას ნიშნავს და ვინ არის უსინდისო", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.