თავში

"თუ ეს თქვა, უსინდისოა" - ნიკა მელია

"თუ ეს თქვა, უსინდისოა" - ნიკა მელია
თუ ეს თქვა, უსინდისოა - ნიკა მელია

"თუ თქვა, რომ შიმშილობით რაღაც გავიხანგრძლივე, უსინდისოა ეს ადამიანიც და სადმე როცა მექნება შესაძლებლობა, ნამდვილად უნდა მოისმინოს პირადადაც", – ასე უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ TV პირველის ეთერში დიანა ტრაპაიძის მიერ დასმულ კითხვას. 

ჟურნალისტის თქმით, "მაგალითად, "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ თქვა, რომ ლიდერმა ამით რაღაც გაიხანგრძლივა".

"უსინდისოა, თუ ეს მართლა მას აქვს ნათქვამი. გეთქვათ პირდაპირ სახელი და გვარი დაგესახელებინათ, თუ მან ასე თქვა, მორჩა გათავდა.

ჩვენ არ ვხუმრობთ და სახუმაროდ საქმე აქ გვაქვს. ვხედავთ რეალურ საფრთხეს, რომ სახელმწიფოებრივი საფუძვლები გამოეცალოს საბოლოოდ ამ ქვეყანას ფეხქვეშ. მე შემიძლია კომპრომისზეც წავიდე და წავსულვარ, შემიძლია დავთმო, როგორც დიდი პარტიის წარმომადგენელმა, მცირეს დავუთმო, მაგრამ შეურაცხყოფას ვერც ჩემი და პარტიაში ჩემი მეგობრების და მით უფრო, ტყვედ აყვანილი ადამიანის, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის, ვალდებული ვარ, რომ უპასუხოდ არ დავტოვო, ეს არის და ეს", – განაცხადა ნიკა მელიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system