,,ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ" - ხოშტარია უგულავას მიმართვაზე

ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ, - ასე ეხმაურება ,,ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებას.

,,გასაგებია, რომ ერთიანობის მიუხედავად, პროპორციული არჩევნები ითხოვს განსხვავებების ჩვენებას, კონკურენციაა პარტიებში, თუმცა მე გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ", - თქვა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, “ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი უგულავამ Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ,,ნაციონალური მოძრაობის" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციური ერთობის წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულა.

,,სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას. არ შევუქმნათ კოალიცია ივანიშვილის ,,ოცნებას" და არ დავუჭიროთ მხარი სააკაშვილის პრემიერობას", - განაცხადა გიგი უგულავამ.