ჩემსა და ზურაბ ჯაფარიძეს შორის იყო ადამიანური კონფლიქტი - მეგრელიშვილი

თქვენთან ერთად მინდა გავარკვიო, რა ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანური ურთიერთობების პრობლემა ჩვენ ძალიან დიდი ხანია გვქონდა, - ასე გამოეხმაურა „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას. 

მისივე თქმით,  საინტერესოა რას ფიქრობს ზურა, როგორ აპირებს გაგრძელებას.

„მე თქვენთან ერთად მინდა გავარკვიო, რა ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანური ურთიერთობების პრობლემა ჩვენ ძალიან დიდი ხანია, გვქონდა, ძალიან მოულოდნელი დროა ამისთვის შერჩეული. მართლა მაინტერესებს, რას ფიქრობს ზურა, როგორ აპირებს გაგრძელებას, როგორი იქნება ჩვენი კოორდინაცია ამ კრიზისულ პერიოდში. ოთხივე ყოველდღიურად ვიყავით ჩართული მოლაპარაკებებში. არანაირი განსხვავებული აზრი იმ პროცესთან მიმართებაში, სადაც ჩართული ვიყავით, არ არსებობდა. ამ შიდა პრობლემის როგორი გადატანა მოხდება გარე ველზე, მინდა, უბრალოდ გავიგო. ჩემი სავარაუდო ვერსია, რომელიც მინდა, რომ იყოს მიზეზი - ჩვენ შორის იყო დიდი ხნის ადამიანური კონფლიქტი. ვისურვებდი, რომ იზეზი იყოს ჩემსა და ზურა ჯაფარიძის შორის პირადი, ადამიანური კონფლიქტი, წყენა და ა.შ“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“ აღარ აპირებს“.