დაესწრება თუ არა ბიძინა ივანიშვილი "ოცნების" აქციას

ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მოგეხსენებათ, წასული არის პოლიტიკიდან, უკვე თვეებია, არ მონაწილეობს არანაირი სახით, არანაირი ფორმით ქართული პოლიტიკის ცხოვრებაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ხაშურში განუცხადა კითხვაზე, რატომ არ დაესწრება ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" მიერ 27 ოქტომბერს დაგეგმილ აქციას.

"შესაბამისად, პასუხი არის ძალიან მარტივი და ნუ ცდილობთ რაღაც სკანდალის შექმნას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.