,,დეპუტატი ზებრა" - აქცია-პერფორმანსი პარლამენტთან - PHOTO

აქცია-პერფორმანსი საქართველოს პარლამენტთან. საკანონმდებლო ორგანოსთან ზებრის ფორმაში გადაცმული პირი გამოჩნდა, რომელიც აცხადებს, რომ დეპუტატია.

„დეპუტატი ვარ, თუ შეიძლება გამატარეთ, სხდომაზე მაგვიანდება. მიკეთია ცესკო-ს მიერ გაცემული „ბეიჯი". პარლამენტში 90 ზებრა მელოდება“, - განაცხადა აქტივისტმა.

პარლამენტის პირველი სხდომა 12:00 საათზე უნდა დაიწყოს. 

პარალელურად კი, საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. მათი დიდი ნაწილი დღეს მანდატების გაუქმებას და საპარლამენტო სიების განულებას გეგმავს.