დღეს ახალარჩეული საკრებულოების პირველი სხდომა გაიმართება

ახალარჩეული საკრებულოების პირველი სხდომა დღეს, 3 დეკემბერს გაიმართება.

ახალი მოწვევის საკრებულოების პირველი სხდომები 12:00 საათზე გაიხსნება.

როგორც ცნობილია, ბათუმის ახლადარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე გიორგი გახარიას პარტიის "საქართველოსთვის" წევრები არ მივლენ.