დღეს ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილს მოინახულებს

პოლიტიკური პარტია "დროას" დამფუძნებელი დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მოინახულებს. 

ელენე ხოშტარია გორის სამხედრო ჰოსპიტალში 16:00 საათზე მივა.

ჯერჯერობით უცნობია, რა თემებზე ისაუბრებს ხოშტარია სააკაშვილთან. 

ეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში "დროას" ლიდერის მეორე ვიზიტია.

შიმშილობის შემდეგ, ელენე ხოშტარიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტი 6 დეკემბერს მოინახულა.

ცნობისთვის, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.