"ძალიან დამწუხრებული ვარ დავიდ სასოლის გარდაცვალებით" - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტის, დავიდ სასოლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"ძალიან დამწუხრებული ვარ დავიდ სასოლის გარდაცვალებით და საქართველოს სახელით ვუსამძიმრებ მის ოჯახს.

დავიდ სასოლი ის ევროპელი ლიდერია, რომელმაც ხელი შეუწყო ევროპის გზის ჩამოყალილებას მის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში", - წერს პრეზიდენტი "ტვიტერში".