თავში

ევროპარლამენტის პრეზიდენტი გარდაიცვალა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი გარდაიცვალა
ევროპარლამენტის პრეზიდენტი გარდაიცვალა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის 65 წლის იყო. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" სასოლის სპიკერზე რობერტო კუიოზე დაყრდნობით ავრცელებს.

სასოლი 11 იანვარს, დილით იტალიის ავიანოს მუნიციპალიტეტის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

10 იანვარს ევროპარლამენტმა დაადასტურა, რომ იტალიელი მემარცხენე ცენტრისტული პოლიტიკოსი 26 დეკემბრიდან იტალიის საავადმყოფოში იმყოფება.

"ჰოსპიტალიზაცია იმუნური სისტემის დისფუნქციის გამო სერიოზული გართულების გამო იყო აუცილებელი“, - აღნიშნული იუო განცხადებაში.

სასოლი ევროპარლამენტის წევრი 2009 წლიდან არის.

ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დევიდ სასოლის პნევმონია ჰქონდა. მისი თქმით, პნევმონია, სავარაუდოდ, "ლეგიონერების დაავადებით“ იყო გამოწვეული. ამასთან, ევროპარლამენტში ბოლო დროს კორონავირუსის აფეთქება დაფიქსირდა, თუმცა სასოლი უარყოფდა, რომ საკანონმდებლო ორგანოში დაინფიცირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system