ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა

16 დღის შემდეგ "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა - ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

ელენე ხოშტარიას თქმით, გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ამ სიტუაციაში გამოსავალია.

პარტია "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტის შენობაში შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო.