"ევროპულმა საქართველომ" პარტიის დაშლის კლასი აჩვენა - იაგო ხვიჩია

"გირჩის" წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, "ევროპულმა საქართველომ" პარტიის დაშლის კლასი აჩვენა. 

მისივე თქმით, პარტია ისე დაიშალა, რომ პოლიტიკოსებს ერთმანეთი არ გაულანძღავთ.

"ევროპულმა საქართველომ" აჩვენა პარტიის დაშლაში კლასი. ამხელა პარტია ისე დაიშალა, რომ ფაქტობრივად, ერთმანეთიც არ გაულანძღავთ და არ ყოფილა ზედმეტი სიტყვები. ეს ყველაფერი ჩემი აზრით, დანარჩენმა პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა ვისწავლოთ, ბოლო პერიოდში ცოტა აურიეს, თორემ მანამდე კარგად მიდიოდნენ", - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, ტარიელ ნაკაიძემ "ევროპული საქართველო" დატოვა და პარლამენტში შედის.