თავში

ტარიელ ნაკაიძე "ევროპულ საქართველოს" ემიჯნება და პარლამენტში შედის

ტარიელ ნაკაიძე "ევროპულ საქართველოს" ემიჯნება და პარლამენტში შედის
ტარიელ ნაკაიძე ევროპულ საქართველოს ემიჯნება და პარლამენტში შედის

ტარიელ ნაკაიძე „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს და პარლამენტში შედის. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

ტარიელ ნაკაიძე „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიის მეხუთე ნომერი იყო.

როგორც პარტიაში აცხადებენ, ტარიელ ნაკაიძე პარლამენტში პარტიის სახელით წარმოდგენილი არ იქნება, რადგან მან „ევროპული საქართველოს“ დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ცნობისთვის, დღეს გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში არ შევიდეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system