გახარია: ფრენების აღდგენა დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსეთის ფედერაციასთან რეგულარული ფრენების აღდგენის საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე. 

"საქართველოს ფრენები რუსეთის ფედერაციასთან არ შეუწყვეტია. დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე და რა თქმა უნდა ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, როგორც რუსეთში ასევე საქართველოში," - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, რომ მას სურს, ჰქონდეს იმედი, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა უახლოესი მომავლის საკითხია.