"გახარიას ველოდები" - ნიკა მელია ფოტოს აქვეყნებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე სოციალურ ქსელში, ვაშინგტონში, სასტუმრო The Mayflower -ის წინ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს წარწერით: "გახარიას ველოდები".

ამ ფორმით ნიკა მელია, გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, იმის შესახებ რომ გიორგი გახარიასა და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს შორის, ვაშინგტონში, კონსპირაციული შეხვედრა შედგა.