"გენერალი გიგი კალანდაძე თავისუფალია" - ეკა ხერხეულიძე

საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსის მოადგილე გიგი კალანდაძე თავისუფალია. ინფორმაციას სოციალურ ქსელში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე ავრცელებს.

"გენერალი გიგი კალანდაძე თავისუფალია", - წერს ეკა ხერხეულიძე "ფეისბუქში".

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

შეგახსენებთ, გიგი კალანდაძე გერმანიაში, 19 დეკემბერს დააკავეს.