გიგი უგულავა პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვს

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა. 

"სანამ რიგგარეშე იქნება ეს საზიზღრობა პრემიერად წოდებული უნდა გადადგეს. ამას ხელი ვინ უნდა ჩამოართვას", - ნათქვამია გიგი უგულავას Facebook პოსტში. 

"ტვ პირველმა" გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათი" ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის სავარაუდო სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა.