გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს.

როგორც გიორგი გახარია „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე აღნიშნავს, საქართველო მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომ ეტაპს.

„ჯო ბაიდენს ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტობას. მადლიერი ვართ, აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაში წლების განმავლობაში თქვენი წამყვანი როლისთვის. მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომ ეტაპს და მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვას“, - აღნიშნავს გიორგი გახარია.

ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი დღეს ოფიციალურად გახდა.