გუგავა: სოციალურად დაუცველებს პირბადეებიც კი არ მიაწოდეს

,,ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა, სოციალურ ქსელში, მთავრობის წევრების დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. 

,,კოვიდ პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად ნასესხები 7 მილიარდი მოიპარეს (რომელიც ჩვენი და მომავალი თაობის გადასახდელია); ~

აჭარაში მთელი ზაფხული რუსი ტურისტები აგულავეს (ჩვენს მოქალაქეებს 2 კვირიანი კარანტინები დაუწესეს);

დენდრო პარკში ზედახორები მოაწყეს;

სამედიცინო დაწესებულებების საჭირო აპარატურით აღჭურვა დაივიწყეს;

სოციალურად დაუცველებს პირბადეები და სადენზიფექციო ხსნარიც კი არ მიაწოდეს და ა.შ. ა.შ.
და ახლა ჩვეული უტიფრობით ოპოზიციას აბრალებენ პანდემიის უკონტროლო გავრცელებას",
- წერს გიორგი გუგავა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დღეს, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვირუსის ის დინამიკა, რაც დღეს გვაქვს, ოპოზიციის აქციებს უკავშირდება.