თავში

ცქიტიშვილი: ვირუსის ის დინამიკა, რაც დღეს გვაქვს, აქციებს უკავშირდება

ცქიტიშვილი: ვირუსის ის დინამიკა, რაც დღეს გვაქვს, აქციებს უკავშირდება
ცქიტიშვილი: ვირუსის ის დინამიკა, რაც დღეს გვაქვს, აქციებს უკავშირდება

აქციებს უკავშირდება კორონავირუსის გავრცელების ის დინამიკა, რაც დღეისთვის გვაქვს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ცქიტისვილის თქმით, როდესაქც მთავრობა მობილობის შემცირებაზე საუბროსბ ქუჩაში კი წესების დარღვევით აქციები იმართება  ეს ვირუსის გავრცელების მაჩვენებელზე აისახება. 

"ყველამ ძალიან კარგად ვნახეთ, ის აქტივობა, რომელიც იყო საარჩევნო პროცესში  და მის შემდეგ. მე არ ვგულისხმობ აქ არჩევნების დღეს. მე ვგულისხმობ, იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ კამპანიებს და აქციებს, რომლებიც კი არ მოუწოდებდნენ ამომრჩევლებს პირბადის გამოყენებისკენ, პირიქით მოუწოდებდნენ დაუმორჩილებლობისკენ. ამ შემთხვევაში, როცა ჩვენ ვსაუბრობთ მობილობის შემცირებაზე და ვხედავთ ასეთ აქციებს ქუჩებში, განსაკუთრებით იქ, სადაც არავითარი წესების დაცვა არ ხდება და მოწოდებებია, რომ წესების დაცვა არ მოხდეს, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ეს ყველაფერი არ აისახოს რიცხვებში. ამ აქციებს უკავშირდება ის დინამიკა, რაც დღეისთვის გვაქვს. პოლიტიკური პროცესი არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება, შესაბამისად, ვერ შევაჩერებდით კონსტიტუციურად დადგენილ საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესს. აქედან გამომდინარე, შეზღუდვებზე მსჯელობა ვერ მოხდებოდა იმ პერიოდში, როცა ასეთი აქციები გვქონდა ქუჩებში. მთავრობა არ აგვიანებს ამაზე მსჯელობას, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ბიზნესთან კომუნიკაციის გზით, რასაც გარკვეული პერიოდი სჭირდება", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 128 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 111 818-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 3 045 პაციენტი და საერთო რაოდენობა 92 215-ს შეადგენს.

გარდაიცვალა 39 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 1 051 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system