იმედები, რომ ეუთო/ოდირი მიანიშნებდა არჩევნების გაყალბებაზე, არ გამართლდა - გიორგი ვოლკსი

"ეუთო/ოდირის დასკვნა საბოლოოა, შედეგები დაზუსტებულია. იმედები, რომ ეუთო/ოდირი ოდნავ მაინც მიანიშნებდა, რომ არჩევნები გაყალბდა, არ გამართლდა", - ამის შესახებ სპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. 

მისი თქმით, ეუთო/ოდირის მექანიზმს არჩევნების გაყალბების შესახებ საუბრისას ვეღარ გამოიყენებენ. 

"ასეთ პირობებში, უნდა ეძებონ სხვა გზები, როგორ შეიძლება ეუთო/ოდირის მექანიზმის გამოყენება. მაგალითად, იმის თქმა, რომ შენიშვნები, რაც აქვს ეუთო/ოდირს სწორედ ის არის, რაც განაპირობებს ადამიანის მიერ თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილების შეცვლას. მაგალითად, გამგებელი 25 მეტრში თუ მიუახლოვდება საარჩევნო უბანს, დაჟინებული მზერით შეაცვლევინებს ამომრჩეველს თავის გადაწყვეტილებას. დაახლოებით ასეთ დონეზეა დღეს გაწბილებული ხალხის კამათი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.