ირაკლი კობახიძე დღეს ევოკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდება

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდება. შეხვედრა ევროკავშირის ოფისში, 14:00 საათზეა ჩანიშნული.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშრებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე საქართველოს ელჩი ევროკავშირის ოფისში დაიბარეს. ჰარცელი გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ დიპლომატებსაც უსმენენ და განაცხადა, რომ ევროკავშირი ამას არ უყურებს, როგორც ნორმალურ მოვლენას.