პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატ ვლადიმერ კაკაბაძეს მოუსმენენ

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონმდებლების შეკითხვებს დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე, ვლადიმერ კაკაბაძე უპასუხებს. კანონმდებლები კანდიდატს მის წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებით დაუსვამენ კითხვებს.

ვლადიმერ კაკაბაძე 1997 წლიდან 2006 წლამდე სხვადასხვა კომპანიაში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას. 2006 წელს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატის სამდივნოს კონსულტანტი იყო. 2006-2016 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობდა. 2016 წელს სამი წლის ვადით გამწესდა იმავე პოზიციაზე, ხოლო 2017 წლიდან უვადოდ დაინიშნა ამავე თანამდებობაზე. 2019 წლის 15 ივლისიდან ვლადიმერ კაკაბაძე სამოსამართლო უფლებამოსილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ახორციელებს.

ცნობისთვის, იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატს: თამარ ალანიას, მერაბ გაბინაშვილს, მირანდა ერემაძეს, შოთა გეწაძეს, მამუკა ვასაძეს, მაია ვაჩაძეს და თამარ ზამბახიძეს, შალვა თადუმაძეს და ზაზა თავაძეს უკვე მოუსმინა.