პარლამენტის ვიცე-სპიკერი, სავარაუდოდ, კახა კუჭავა იქნება

report.ge- ს ინფორმაციით, პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა იქნება, გარემოს დაცვის კომიტეტს კი კუჭავას ნაცვლად, ნინო წილოსანი ჩაიბარებს. 

პოლიტიკურ თანამდებობებზე განცხადება სავარაუდოდ ბიუროს სხდომის შემდეგ გაკეთდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში თანამდებობები მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანო დატოვეს, მათი პროტესტი კი პლენარულ სხდომაზე პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩააგდებას მოჰყვა.