"ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში ამ წუთებში პოლიტსაბჭოს სხდომა იწყება. 

16:00 საათზე კი უმრავლესობის შეხვედრაა ჩანიშნული. 

მმართველი გუნდი შეხვედრებზე პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას, პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატურასა და მთავრობის ფორმირების საკითხზე იმსჯელებს. 

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო