კარლ ჰარცელი: რევოლუციური ნარატივი არ დაეხმარება პროცესს

"ევროკავშირი არ დაუჭერს მხარს რევოლუციურ ნარატივს, რადგან ის არ დაეხმარება მიმდინარე პროცესს",- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა. 

მისი თქმით, შეშფოთებას იწვევს ოპოზიციური პარტიების ნაწილის განცხადებები, სადაც ისინი რევოლუციაზე საუბრობენ. 

"რაც შეეხება ქუჩის პრტესტს, თქვენ ხედავთ, რომ არსებობს დემონსტრაციების გამართვის შესაძლებლობა. ჩვენ, ცხადია საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს მანამ, სანამ საპროტესტო აქციებს მშვიდობიანი ფორმა ექნება. ვიმედოვნებ, ქუჩის პროტესტი არ ჩაანაცვლებს მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს", - განაცხადა ელჩმა.