"ქართული ოცნების" ოფისთან აქტივისტები აქციას მართავენ

"ქართული ოცნების" ოფისთან აქტივისტები იკრიბებიან. ისინი პროტესტს სახელისუფლო პარტიის მიმართ, გასაჯაროვებული აუდიოჩანაწერის შინაარსიდან გამომდინარე გამოხატავენ. 

აქტივისტები სკანდირებენ და პროტესტს ტრანსფარანტებით გამოხატავენ, წარწერებით "ბერა, მოძალადე ტიკტოკერი" და "ივანიშვილის მაფიოზური ოჯახი".

"ტვ პირველმა" გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათი" ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის სავარაუდო სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა.