ხმის მიცემა დაიწყო - რა უნდა იცოდეს ამომრჩეველმა

დღეს, 31 ოქტომბერს საქართველო მრავალპარტიულ პარლამენტს ირჩევს. საქართველოში ზუსტად 08:00 საათზე, ამომრჩევლისთვის საარჩევნო უბნები გაიხსნა.

პანდემიის პირობებში კენჭისყრის პროცესი უსაფრთხოა. კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებულია ინფექციის გავრცელების ყველა პრევენციული ღონისძიება.

კენჭისყრა იმართება 08:00 საათიდან 20:00 საათამდე საარჩევნო უბანზე მისვლისას:

გაიარეთ მარკირების შემოწმების პროცედურა;

კენჭისყრის ოთახში შესვლამდე დაიმუშავეთ ხელები შესასვლელში განთავსებული ხელის სადეზინფექციო სითხით;

ნაკადის მომწესრიგებელ კომისიის წევრს წარუდგინეთ პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი და დროებით მოიხსენით პირბადე იდენტიფიცირების მიზნებისთვის;

მარკირების შემოწმების პროცედურის გავლის შემდეგ რეგისტრატორს წარუდგინეთ პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი და დროებით მოიხსენით პირბადე;

გაიკეთეთ მარკირება;

ამომრჩეველთა სიაში თქვენი გვარის გასწვრივ გააკეთეთ ხელმოწერა რეგისტრატორის მაგიდაზე განთავსებული ინდივიდუალური მოხმარებისთვის განკუთვნილი კალმისტრით. ამავე კალმისტრით ისარგებლეთ ფარული კენჭისყრის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების შევსებისას;

მიიღეთ რეგისტრატორისგან ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები;


✓ ფარული კენჭისყრის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენში/ბიულეტენებში შემოხაზეთ თქვენთვის

სასურველი ერთი საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი

ხმის მიცემის პროცესში გამოყენებული ინდივიდუალური მოხმარებისთვის განკუთვნილი კალმისტარი დატოვეთ სპეციალურ კონტეინერში.კენჭისყრაში მონაწილეობის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კენჭისყრის შენობა.კენჭისყრის შენობის დატოვებისას ისარგებლეთ გასასვლელში უზრუნველყოფილი ხელის სადეზინფექციო სითხით.

საქართველო მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს - რა უნდა ვიცოდეთ 2020 წლის არჩევნების შესახებ