"კრება დარჩა მხიარული" - თაკო ჩარკვიანი

პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი მასობრივი შიმშილობის დაწყებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"რაიმე თქვი, ან "კაი" ან ცუდიო, ჰოდა, ა, ბატონო – "კრება დარჩა მხიარული", – წერს თაკო ჩარკვიანი.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობა" მასობრივი შიმშილობის აქციას იწყებს.

გადაწყვეტილება პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააცნო.