"ლელოს" 8 წევრი თვითიზოლაციაში გადავიდა

პარტია "ლელოს" 8 წევრი თვითიზოლაციაში მას შემდეგ გადავიდა, რაც მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსით დაინფიცირება დაუდასტურდა. მათგან 6 პირი პარტიის ლიდერის კონტაქტია.

პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მათ ტესტირება ჩაუტარდათ და უახლოეს პერიოდში პასუხს ელოდებიან. 

მამუკა ხაზარაძის ინფიცირების წყარო ამ დრომდე უცნობია.