"მანცვიფრებს პოლიტიკოსების სიჩუმე ამ საკითხზე" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო აქტივისტის, გიორგი მუმლაძის დაკავებას სოციალურ ქსელში ემაურება. 

როგორც სააკაშვილი "ფეისბუქში" წერს, ნიკა გვარამიას მსგავსად, მასაც ანცვიფრებს ის ფაქტი, რომ პოლიტიკოსების მხრიდან მუმლაძის დაკავებაზე განცხადებები არ გაკეთებულა.

"ვგმობ ნამდვილი ინტელექტუალის და სამოქალაქო გმირის გიორგი მუმლაძის მორიგ, უკანონო დაკავებას და მეც, როგორც ნიკა გვარამიას, მანცვიფრებს პოლიტიკოსების სიჩუმე ამ საკითხზე", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, გიორგი მუმლაძის დაკავებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა "მთავარი არხის" დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია.