თავში

ხმაური მარნეულში - გიორგი მუმლაძე ისევ დააკავეს

ხმაური მარნეულში - გიორგი მუმლაძე ისევ დააკავეს
ხმაური მარნეულში - გიორგი მუმლაძე ისევ დააკავეს

მარნეულის მერიასთან ისევ ხმაურია. ამ წუთებში "მოძრაობა საქართველოსთვის" აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა შენობაში შესვლა სცადეს.

ადგილზე შეკრებილები მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტის გიორგი მუმლაძის ძმის სიმონ მუმლაძის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებდნენ, ისინი მერიის გადაწყვეტილებას მუმლაძის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება.

ადგილზე სამართალდამცველებმა რამდენიმე აქტივისტი დააკავეს, მათ შორის გიორგი მუმლაძე. აქციის მონაწილეები პოლიციელებს აქტივისტების დაკავებაში ხელს უშლიდნენ. 

სამოქალაქო აქტივისტის, სამირა ბაირამოვას განცხადებით, ძალოვანი უწყების თანამშრომლები აქტივისტებს აგრესიულად ექცეოდნენ. 

"ჩვენი აქტივისტის, გიორგი მუმლაძის ძმა სამსახურიდან გაათავისუფლეს იმ მოტივით, რომ ის სამოქალაქო აქტივისტია, ამას ვაპროტესტებდით. სამწუხაროდ იქ დაგვხვდნენ პოლიციელები და სუს-ის თანამშრომლები აგრესიულად, დააკავეს 7 აქტივისტი და ახლა ველოდებით პროცესს. სამწუხაროდ, სამართალდამცველები დღეს იყვნენ მოძალადეების როლში, გვეძახდნენ დებილებს, გვაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ადგილობრივი ხელისუფლება მუშაობს კლანური და კორუფციული სისტემით. სამსახურში იღებენ მოძალადეებს და სისხლის სამართლის დამნაშავეებსაც. გვსურს, რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე და გვინდა ვიცოდეთ, რაში იხარჯება ჩვენი ბიუჯეტი, ასევე, ვაპროტესტებთ ადამიანთაა უფლებების დარღვევას. ახლა ველოდებით დაკავებული აქტივისტების პროცესს," - განუცხადა სამირა ბაირამოვამ Report.ge-ს.

სიმონ მუმლაძე მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოში 10 წლის განმავლობაში მუშაობდა, გუშინ კი მას უთხრეს, რომ ხელშეკრულებას აღარ უგრძელებენ.

ცნობისთვის, გიორგი მუმლაძემ რამდენიმე დღე პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა, სასამართლომ ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

შსს-ს ცნობით, მუმლაძემ პოლიციის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, გიორგი მუმლაძის დაკავებაზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო.

გიორგი მუმლაძეს ბრალი ოფიციალურად 15 აპრილს წაუყენეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system