თავში

"ოცნების" ოფისთან აქციაზე დაკავებულ გიორგი მუმლაძეს ბრალი წაუყენეს

"ოცნების" ოფისთან აქციაზე დაკავებულ გიორგი მუმლაძეს ბრალი წაუყენეს
ოცნების ოფისთან აქციაზე დაკავებულ გიორგი მუმლაძეს ბრალი წაუყენეს

"ქართული ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქციაზე დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტს ბრალი წაუყენეს. 

გიორგი მუმლაძეს პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობასა და ძალადობას ედავებიან.

მუმლაძე წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. მისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ, 16 აპრილს იმსჯელებს.

შსს-ს ცნობით, 15 აპრილს, პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან მიმდინარე აქციაზე, გიორგი მუმლაძემ პოლიციის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, გიორგი მუმლაძის დაკავებაზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system