თავში

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გიორგი მუმლაძის დაკავებაზე გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გიორგი მუმლაძის დაკავებაზე გამოძიება დაიწყო
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გიორგი მუმლაძის დაკავებაზე გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა "ქართული ოცნების" ოფისთან შეკრების მონაწილე გიორგი მუმლაძის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა შემოსული შეტყობინების საფუძველზე, დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება 2021 წლის 14 აპრილს, პარტია ,,ქართული ოცნების'' ცენტრალურ ოფისთან შეკრების მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან შეკრების მონაწილე გ. მ.-ს მიმართ განხორციელებული სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას.“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, დღეს პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან მიმდინარე აქციაზე, გიორგი მუმლაძემ პოლიციის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, დღეს, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, სამართალდამცველებმა 5 პირი დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system