"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან კარვებს შლიან

ამ წუთებში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან კარვებს შლიან.

სწორედ აღნიშნულ კარვებში დაიწყებენ შიმშილობას პარტიის წევრები და მხარდამჭერები. როგორც ისინი ამბობენ, შიმშილობას მანამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე არ გათავისუფლდება ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. 

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობა" მასობრივი შიმშილობის აქციას იწყებს.

გადაწყვეტილება პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააცნო.