ნიკა მელია "ენმ-ს" თავმჯდომარედ ოფიციალურად დაამტკიცეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ ნიკა მელია ოფიციალურად დაამტკიცეს. პარტიის ყრილობა დღეს შედგა. მას ზაალ უდუმაშვილი უძღვებოდა.

"მოგესალმებით, საქართველოში ერთადერთ პარტიას, რომელმაც შექმნა პრეცენდენტი და მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება. დიახ, მის აქტივშია, ჩვენს აქტივშია ხავერდოვანი, მშვიდობიანი რევოლუციაც და ხელისუფლების არჩევნების გზით გადაბარებაც. დიახ, ქვეყნის საკეთილდღეოდ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შეუძლია ორივე — იერიშიც და უკან დახევაც. ასეთი არის ხალხის ნება", — განაცხადა ნიკა მელიამ.

პარტიის თავმჯდომარე ონლაინ ხმის მიცემის პრინციპით 20 000-ზე მეტმა მხარდამჭერმა აირჩია.