ოქრუაშვილი: პატარა ვაშაძეს და გირჩი ზურას არ მოგვაყოლებენ?

პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი 14 დეკემბერს ჩაინიშნა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტიკოსმა თავად დაწერა.

,,ახლა ვნახე ადვოკატების სმს-ი შენი საქმე განახლდა 14 დეკემბრიდანო.

მე, მელია, უგულავა, გვარამია და სხვები ჰო, მაგრამ პატარა ვაშაძეს და გირჩი ზურას არ მოგვაყოლებენ?", - წერს ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და ტელეკომპანია ,,მთავარის" გენერალური დირექტორის სასამართლო პროცესები დეკემბერში ჩაინიშნა. 

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი 7 დეკემბერს,  "ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგი უგულავას სასამართლო 10 დეკემბერს, ხოლო ,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას პროცესი 15 დეკემბერს არის ჩანიშნული.