თავში

ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა

ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა
ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა

ბუტა რობაქიძის საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა.

რაც შეეხება ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მისი წინასასამართლო პროცესის თარიღი განისაზღვრა და სხდომა 9 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი 19 ნოემბერს წარუდგინა.

პროკურატურა ყოფილ მაღალჩინოსნებს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით ედავება.

დანაშაული სამიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system