"ოცნების" ოფისში "ამბოხებულ" მაჟორიტარებთან შეხვედრა იმართება

"ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა იმართება. პარტიის ოფისში ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარები მივიდნენ.

"ამბოხებული მაჟორიტარები", როგორც report.ge-ს აცნობეს, პარტიის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს ხვდებიან. 

შეხვედრაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. სავარაუდოდ, ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იქნება დეპუტატ აკაკი ზოიძის ინიციატივა, რომელიც, 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად, რეფერენდუმის, ან პლებისციტის ჩატარებას გულისხმობს.